ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის

22.02.2018 01:20

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 1-ლი მარტიდან მისაღები გამოცდების დასრულებამდე აბიტურიენტების #სანდოთანამგზავრი იქნება ახალი რუბრიკით – „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“. პროექტის პრეზენტაცია 22 თებერვალს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა. პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში 1-ლი მარტიდან, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის facebook გვერდზე, ასევე ცენტრის ვებგვერდსა და ილიაუნის საგანმანათლებლო პორტალზე www.online.iliauni.edu.ge დაიდება მოკლე, გრაფიკული ვიზუალით გამდიდრებული ვიდეოლექციების სერია. აბიტურიენტები რჩევებსა და რეკომენდაციებს უშუალოდ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელისგან მიიღებენ. პროექტის ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, ტესტზე მუშაობის პრინციპებს და სხვ. რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ. #სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც პროექტ goNaec-ის ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის
00:28

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის...

Ilia State University

ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი:  „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“
01:06

ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი: „ზოგადი უნარები სოფ...

Ilia State University

ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის
01:45

ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის

Ilia State University

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად
00:28

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

#სანდოთანამგზავრი და \"ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად\"
03:30

#სანდოთანამგზავრი და "ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად"

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

წინადადების შევსება
05:16

წინადადების შევსება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ვინ ქმნის ზოგადი უნარების ტესტს?
00:52

ვინ ქმნის ზოგადი უნარების ტესტს?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

რას აფასებს ზოგადი უნარების ტესტის მათემატიკური ნაწილი?
01:26

რას აფასებს ზოგადი უნარების ტესტის მათემატიკური ნაწილი?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ყველა ვიდეო