საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების მე-2 ტურს აფასებენ

29.11.2018 03:58

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აფასებენ. ერთობლივი პრესკონფერენცია ეუთო-ს, ნატო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიების ხელმძღვანელებმა გამართეს. მათი განცხადებით, მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ყურადღება მახვილდება კამპანიის უარყოფით ხასიათზე. ამომრჩევლის აქტიურობა პირველ ტურთან შედარებით დადებითად ფასდება. არჩევნებზე მისულთა რაოდენობის ზრდა მონიტორებს უჩენს ეჭვს გარკვეული დაშინების შესახებ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, კითხვები არსებობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებაშიც. ნატო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულების ინიციატივა, რაც შეიძლება ხმების ყიდვად იყოს მიჩნეული. დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ პირველი ტურის დროს მათ მიერ დაფიქსირებული ნეგატიური ტენდენციები მეორე ტურზეც არსებობდა. აქცენტი კეთდება ნეგატიურ კამპანიაზე, რამაც მათი შეფასებით, შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პირველ ტურთან შედარებით, რიგ მიმართულებებში ფიქსირდება პროგრესი, თუმცა არის მიმართულებები, სადაც ვითარება გაუარესდა. მეორე ტურს ეხმაურება NDI-იც. ორგანიზაციის პოზიციით, არჩევნების დღემ ძირითადი წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა. NDI-ში იმედოვნებენ, რომ ვითარება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრად უკეთესი იქნება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების პროცესს აჯამებენ. ერთობლივი პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკრაინაში არჩევნების მე-2 ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ
03:47

უკრაინაში არჩევნების მე-2 ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ ბენიძე შუალედური არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
01:05

მიხეილ ბენიძე შუალედური არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ
04:54

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება 2 ოქტომბრის არჩევნების შე...

MULTIMEDIA GE

ღამის კურიერი - არჩევნებიდან 31-ე დღე და პოლიტიკური კრიზისი პანდემიის ფონზე -  1-ლი დეკემბერი
02:02:36

ღამის კურიერი - არჩევნებიდან 31-ე დღე და პოლიტიკური კრიზისი...

ბათუმსა და რუსთავში 2022 წლის შუალედური არჩევნები ტარდება
01:52

ბათუმსა და რუსთავში 2022 წლის შუალედური არჩევნები ტარდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
00:49

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შესახებ
02:54

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შესახებ

TV IMEDI

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები კვლავ დააკვირდებიან
00:45

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვ...

Ajara TV

ყველა ვიდეო