შვეულმფრენების შესყიდვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა. სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის სამ შვეულმფრენს შეიძენს. ის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. "H145" წარმოადგენს Airbus-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ამასთან, ხელშეკრულებით, წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ „სუპერ პუმა“ შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით, ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ ”Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
თემურ მაისურაძე: ყველა ვალდებულია, საკუთარი მოვალეობა პირნათ...
ეროვნული ფორუმი
შვეულმფრენები ბელბეკთან - სევასტოპოლის საერთაშორისო აეროპორტ...
armada ge
რა გარიგება შედგა Airbus -თან? - მთავრობა „სუპერპუმას“ ყიდის...
Business Media Georgia
საავიაციო პარკის განახლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამი ახალი ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სამაშველო ვერტმფრენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster