საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამ გზაზე გერმანიის მხარდაჭერა - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან ისაუბრა. მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე გააკეთა. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ოლაფ შოლცმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა და მთავარი აქცენტი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გააკეთა. გერმანიის კანცლერმა პროცესში პოლიტიკურ აქტორებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტსაც შეხვდა. იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის უერთიერთობების გაღრმავებაზე.
„მოამბე“ ბერლინიდან – პრემიერის ვიზიტს თამარ წიკლაური აშუქებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.