შეხვედრა კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან


საქართველოში „კოვიდ-19“-ის დღიური მაჩვენებლები საგანგაშო ნიშნულზეა.

ქვეყანას დღეს კიდევ 1 186 დაინფიცირებული ჰყავს. გავრცელება პრაქტიკულად უკონტროლოა. შესაბამისად კერები მხოლოდ კლასტერების არეალში არ ჩნდება. ყოველდღე ციფრების ზრდის ტენდენციაა თბილისში. დედაქალაქში ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა 500-ს მიუახლოვდა და 469 შეადგინა. ზუსტად ერთი კვირის წინ თბილისში 178 შემთხვევა იყო გამოვლენილი. განსაკუთრებით მზარდია სტატისტიკა ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. „ცეცხლს ვეთამაშებით“, -ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი გზავნილი. ამირან გამყრელიძის ამ განცხადების მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, რომლებიც თავყრილობებს და სუფრებს მაინც არ ერიდებიან.

დღითიდღე იზრდება იმ სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „კოვიდ-19“-ის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი წყდება. ვირუსის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება, მხოლოდ წერტილოვანი ჩაკეტვები. მთავრობის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს და ვაქცინის შექმნამდე, ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან