ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

19.11.2020 05:41

ბოლო ერთ დღეში, კოვიდინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური მატებაა. ქვეყანა ყველაზე მძიმე საპროგნოზო მაჩვენებელს, 4 000-იან ნიშნულს უახლოვდება. 19 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 697 ადამიანს დაუდგინდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ჯგუფის ხელმღვანელი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა. ინფიცირებულთა 37% ახლა ჰოსპიტალიზებულია, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები აღარ არის. ცალკე პრობლემაა ადამიანური რესურსი. სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: