დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში გაიხსნა. პრეზენტაცია მედიაცენტრის ფუნქციონირების შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაია წარმოადგინა. მისი თქმით, აქ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საარჩევნო პროცესისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დისკუსიის შესაძლებლობა ექნება. „ცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ღია და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. ცენტრი ღია იქნება დიალოგისთვის, ბრიფინგებისა და დებატებისთვის და კარგი შესაძლებლობა იქნება ამომრჩევლისთვის, მიიღოს ინფრომირებული არჩევანი“, - თქვა მინჯორაიამ. შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ თოდუამ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მან ყურადღება ხარვეზებზე გაამახვილა და რეკომენდაციები წარმოადგინა. „ცვლილებები ეხება საარჩევნო ადმინისტაციის დაკომპლექტებას, ცესკო თავმჯდომარის არჩევის წესს, პრობლემატურია, რომ გადასატანი ყუთზე პასუხიმგებელი შეიძლება იყოს ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენელი, ასევე, შესაძლოა, რომ არათანაბარ გარემოში მოუწიოთ ყოფნა საარჩევნო სუბიექტებს და გარკვეულმა ცვლილებებმა მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედოს. ჩევნი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კოდექსი ყველა სუბიექტს თანაბარ გარემოში ჩააყენებს, რაც, თავის მხრივ, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველჰყოფს“, - აღნიშნა თოდუამ. შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწნენ. საარჩევნო მედიაცენტრი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2012 წლიდან, ყოველი არჩევნების დროს ფუნქციონრებდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გურიის ახალი ამბები – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედია...
guriatv
მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და საჭიროებე...
Radio Atinati
საარჩევნო მედიაცენტრი გორში 26.07.2016
Tv Dia
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში..
odishitv