გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: ბადრი ფილიშვილი
ბედის სიმძაფრე
ბაგეს დასცდება ტანჯვა და ოხვრა,
ჩამოიბერტყა ციდან ფიქრები.
შენ ღმერთო.. ჩემთან, როდესაც მოხვალ,
მაწანწალა და ქურდი ვიქნები.
სიცოცხლე ჩემში ტკივილებს ატანს,
შენი შეხებით განაჩენს ველი
\" და ისე როგორც აღდგომის ბატკანს
გამოჭრილი აქ სიმშვიდეს ყელი. \"
მდინარის გაღმა ყეფენ ძაღლები,
დავდივარ ისევ ცოცხალი დრამა
და ამ ცრემლების გაჩირაღდნებით
მე დედამიწა კუზივით დამაქვს!
ვერ გიწვდი ახლა პოეტის მკლავებს,
ბედის სიმძაფრე ისე ხმაურობს..
ასე მგონია ლექსები მკლავენ
სათაურით და უსათაუროდ.
მიწიდან უხმოდ გავალ და მაშინ
მივხვდები ჩემს ბედს ბოლო არ უჩანს.
ცა ატირდება წითელ ნარმაში
\" და სადღაც ყვავილს დაყრის ალუჩა. \"
თოვს და არ ვიცი ვისია თოვლი,
სადაც სიბრძნეა რწმენაც მანდ არი
და ზეცა... ჩემი შეშლილი ცოლი
მიწას გახლიჩავს როგორც მანდარინს.
ბაგეს დასცდება ტანჯვა და ოხვრა,
ძირს ასანთივით ყრია ფიქრები.
შენ ღმერთო.. როცა მიწაზე მოხვალ,
მომძებნე, ალბათ სადმე ვიქნები!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.
https://www.facebook.com/profile.php?...
კითხულობს: ბადრი ფილიშვილი
ბედის სიმძაფრე
ბაგეს დასცდება ტანჯვა და ოხვრა,
ჩამოიბერტყა ციდან ფიქრები.
შენ ღმერთო.. ჩემთან, როდესაც მოხვალ,
მაწანწალა და ქურდი ვიქნები.
სიცოცხლე ჩემში ტკივილებს ატანს,
შენი შეხებით განაჩენს ველი
\" და ისე როგორც აღდგომის ბატკანს
გამოჭრილი აქ სიმშვიდეს ყელი. \"
მდინარის გაღმა ყეფენ ძაღლები,
დავდივარ ისევ ცოცხალი დრამა
და ამ ცრემლების გაჩირაღდნებით
მე დედამიწა კუზივით დამაქვს!
ვერ გიწვდი ახლა პოეტის მკლავებს,
ბედის სიმძაფრე ისე ხმაურობს..
ასე მგონია ლექსები მკლავენ
სათაურით და უსათაუროდ.
მიწიდან უხმოდ გავალ და მაშინ
მივხვდები ჩემს ბედს ბოლო არ უჩანს.
ცა ატირდება წითელ ნარმაში
\" და სადღაც ყვავილს დაყრის ალუჩა. \"
თოვს და არ ვიცი ვისია თოვლი,
სადაც სიბრძნეა რწმენაც მანდ არი
და ზეცა... ჩემი შეშლილი ცოლი
მიწას გახლიჩავს როგორც მანდარინს.
ბაგეს დასცდება ტანჯვა და ოხვრა,
ძირს ასანთივით ყრია ფიქრები.
შენ ღმერთო.. როცა მიწაზე მოხვალ,
მომძებნე, ალბათ სადმე ვიქნები!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.