ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების საქმის განხილვა


ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს განაჩენი გამოუტანეს.

ბადრი ქობულაძეს, გიორგი შავლიძესა და რამაზ კომახიძეს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის თქმით, მან სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა და გაითვალისწინა ბრალდებულების ასაკი და ქცევა.

ადვოკატები დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. ოჯახები კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ისინი ხმაურით შეხვდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის გასული წლის 17 ივლისს სულ 10 პირი დააკავეს.

დღესვე გამოცხადდება გადაწყვეტილება კიდევ ოთხ დაკავებულთან დაკავშირებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან