2 500-მდე ავიარეისი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის


საქართველოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისის შესრულება. აქედან საქართველოდან ევროპაში და პირიქით, განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან - 17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად - 52%-ს შეადგენს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანიამ და დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამაც. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან