თესაუ-ს რექტორის მრჩეველი რექტორის გადადგომას მოითხოვს

05.02.2014 03:12

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატად კვლავ პაატა გოცირიძე აირჩია. აღნიშნულ სხდომას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, წინ უძღოდა საგანგებო ბრიფინგი. უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ელიზბარ ელიზბარაშვილმა, რექტორის, ავთანდილ ღელაღუტაშვილის, გადადგომა მოითხოვა. ბრიფინგზე, რომელსაც მისივე მოწვევით, მხოლოდ ცენტრალური ტელეარხების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ელიზბარაშვილმა თესაუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. რექტორის მრჩეველმა ამის მიზეზად ჟურნალისტის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა დაასახელა. ელიზბარ ელიზბარაშვილმა ბრიფინგის შესახებ ინფორმაციის დაბლოკვაში ნელი ცქიტიშვილი დაადანაშაულა, რომელმაც ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. ბრიფინგის შემდეგ განცხადება მედიაპორტალ „ლოკალინფოს" დირექტორმაც გააკეთა. ერეკლე ცოცანიძემ ელიზბარ ელიზბარაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/N6Aes5

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
01:27

თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

ტელეკომპანია თანამგზავრი

მაკა მოსიაშვილი თესაუ-ს ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობს
02:14

მაკა მოსიაშვილი თესაუ-ს ადმინისტრაციის ბრალდებებს პასუხობს

ტელეკომპანია თანამგზავრი

თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
41:28

თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6

Qiziyi Ge

თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6
48:48

თოქ-შოუ „კახეთის საათი“ #6

Qiziyi Ge

თესაუ-ს რექტორი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდა
01:41

თესაუ-ს რექტორი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდა

ტელეკომპანია თანამგზავრი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
01:26

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

ტელეკომპანია თანამგზავრი

თესაუს რექტორის მ/შ არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება
01:23

თესაუს რექტორის მ/შ არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება

ტელეკომპანია თანამგზავრი

თესაუს რექტორის მრჩევლად რექტორობის ყოფილი კანდიდატი დაინიშნა
02:01

თესაუს რექტორის მრჩევლად რექტორობის ყოფილი კანდიდატი დაინიშნ...

ტელეკომპანია თანამგზავრი

ყველა ვიდეო