ბოლნისში გერმანულ-ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა
გერმანული ანსამბლის ტურნე ქალაქში, რომელიც 200 წლის წინ გერმანელმა მიგრანტებმა დააარსეს- ბოლნისში გერმანულ-ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა. ქართულ ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებული მანდილოსნები- მომღერლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიმღერებს დიდი სიფაქიზით ასრულებენ, ეფერებიან თითოეულ ბგერას და მთელი გულით აქვთ შესისხლხორცებული ქაართული ფოლკლორის ისტორია და სიდიადე- ანსამბლი ,,Sing Frauen” ბოლნისში პირველად ჩამოვიდა. ევროპელები ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა რეზიდენციაში მიიღო და დალოცა. მომღერლებმა ეპარქიის მღვდელმთავრისთვის ღვთისმშობლის სავედრებელი ,,შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს. მეუფე ეფრემმა ქალბატონები შეაქო და საჩუქრად ეპარქიის ბუკლეტები გადასცა. ანსამბლის ხელმღვანელმა კი მეუფე ეფრემს ,,Sing Frauen”-ის მიერ სხვადასხვა ენაზე შესრულებული საშობაო სიმღერების აუდიო ჩანაწერი უსახსოვრა. ,,თქვენ ხართ ქართული კულტურის ელჩები ევროპაში“,- ასე შეაფასა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ანსამბლის მოღვაწეობა. ,,Sing Frauen”-ის ანსამბლის წევრებმა ბოლნისში გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალი და გერმანული სარდაფიც მოინახულეს. ანსამბლის წევრებმა საკუთარი ემოციები ქართული მრავალჟამიერით გამოხატეს. სტუმრებს მასპინძლობა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწიეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მომღერლებს უძველესი ბოლნისის სიონი და ელიას მთაზე ახლადაშენებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერებინეს. ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებს კულტურის სახლის ფოიეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, სადაც გამოფენილი იყო ყოფილი კატარინენფელდის დროინდელი ფოტოები და ეთნოგრაფიული ნივთები. მანდილოსნებს ყვავილებით შეეგებნენ და საკუთარი შემოქმედება კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,ორბელმა“ და ,,ბოლნელამ“ გააცნეს. ევროპული ანსამბლის სტუმრობა შესანიშნავი ღონისძიებით დაგვირგვინდა. სცენაზე ,,Sing Frauen”, კვინტეტი ,,გონჯა“ და ქალაქ რუსთავის ქალთა ფოკლორული ანსამბლი ,,თუთარჩელა“ იდგა. ქართულ და გერმანულ ანსამბლებს ერთმანეთთან 10 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. სცენაზე ქართული და გერმანული ფოლკლორის გარდა იტალიურმა და რუმინულმა სიმღერებმაც გაიჟღერა. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/K0l0db
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
გერმანიის ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ჩემი გერმანული სახლი ბოლნისში
JAMnews ქართულად
ღვინის ფესტივალი ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Trialeti - one village, three faiths | თრიალეთი - ერთი სოფელ...
Chai Khana
ბოლნისს 50 კაციანი ქართულ-გერმანული დელეგაცია სტუმრობდა
გაზეთი ბოლნისი
გერმანელი მიგრანტების ხსოვნის დღე ბოლნისში
გაზეთი ბოლნისი