ნედ პრაისის განცხადება

27.04.2022 02:04

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. გარე ძალას არ უნდა შეეძლოს ვეტო დაადოს ამ პროცესს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა, რომელმაც ბრიფინგზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. ნედ პრაისის თქმით, ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი ალიანსი იღებს. „საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: