ნედ პრაისის განცხადება


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ვინც „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტს მისცემს ხმას, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი თქმით, ვაშინგტონში ღრმად არიან შეწუხებულები იმ შედეგების გამო, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის მიღებას საქართველოში. მან ასევე კატეგორიულად უარყო სადავო პროექტის ავტორების განმარტება, რომ ინიცირებული კანონი შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტის ანალოგია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, შტატებში მოქმედი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დაფინანსების წყაროებზე. ნედ პრაისმა ასევე ისაუბრა იმ ბოლოდროინდელ დამაზიანებელ რიტორიკაზე, რომელიც საქართველოში ისმოდა და მისი თქმით, სავარაუდოდ, მოდიოდა მათგან, ვინც ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეწინააღმდეგება. ამავე დროს, პრაისმა აღნიშნა, რომ ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელება სურს და იმედი გამოთქვა, რომ შტატები გააგრძელებს პარტნიორების მოძიებას საქართველოს მთავრობაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან