ნედ პრაისის განცხადება


„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. გარე ძალას არ უნდა შეეძლოს ვეტო დაადოს ამ პროცესს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა, რომელმაც ბრიფინგზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

ნედ პრაისის თქმით, ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი ალიანსი იღებს. „საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან