აქცია ახალქალაქში

31.01.2021 00:56

რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს ახალქალაქის მცხოვრებლებმა. ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილი მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დაახლოებით 100-მდე ხელმომწერმა, პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ოჯახებს რუსეთში მუშაობით არჩენენ. პანდემიის გამო კი, მეორე წელია შემოსავლის გარეშე არიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: