აქცია ნინოწმინდაში
სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია. გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა თითქმის 2 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა. გორელოვკაში მოსახლეობა წყალმომარაგების და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, ზამთარში წყლის დებეტი მცირდება და იყინება, რის გამოც წლებია სოფელს სასმელი წყალი უჭირს. მას შემდეგ, რაც წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე ფერმები დააერთეს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმები რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. მათივე საკუთრებაშია სოფლის მიწებიც, რომელსაც ადგილობრივები საძოვრად ვეღარ იყენებენ. 16 იანვარს სწორედ წყლის პრობლემა გახდა საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ფაქტზე შსს-მ ძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქცია ნინოწმინდაში.
კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი
Subaru Team Georgia - #გიწვევშენ რიგით მესამე საქველმოქმედო...
SubaruTeamGeorgia Official
„თბილისი პრაიდის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახსენით საზღვრები - საპროტესტო აქცია ახალქალაქში
მეცხრე არხი ახალციხე
აქცია
netgazeti ge
1 დღე - 4 აქცია
რადიო თავისუფლება
ინციდენტი აქციაზე
netgazeti ge
აქცია
giorgi urushadze