"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა

05/01/2019
Maestro Television-ის მიერ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნების კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ გადაუხდია. მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. კონფლიქტი 25 აპრილს მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, ეს ადამიანები, პარტიის წევრები არასდროს ყოფილან.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან