სარეკლამო კომპანიების ინიციატივა


სარეკლამო კომპანიების ნაწილი სასტუმროებს უფასო სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს. უსასყიდლოდ ტურისტული მარშრუტების მოწყობის ინიციატივით გამოდიან გიდებიც. ასეთია ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის კამპანიის შედეგები.

„სფენდ იორ სამერ ინ ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, ხუთდღიანმა სოციალურმა აქტივობამ მრავალი უცხოელი ვიზიტორის დაინტერესება გამოიწვია.

კამპანიაში ჩართული არიან როგორც ტურისტები, ისე ემიგრანტები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. კამპანიის მიზანია, მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში აქტივობაში 176 ათასი ადამიანია ჩართული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან