პირველი არხის გადაწყვეტილება


საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის  გავრცელების შედეგად გამოწვეული კარანტინის პერიოდში, საქართველოს პირველი არხი ბიზნეს-სექტორს დახმარებას სთავაზობს.

იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება, მაუწყებელი უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოყოფს. კომერციული რეკლამა განთავსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ ინიციატივით მაუწყებელი დაეხმარება კომერციულ სექტორს, რომელსაც ვირუსის გავრცელების შედეგად რთულ პირობებში უწევს მუშაობა, პარალელურად კი წაახალისებს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და ყველა შესაძლო დისტანციური სერვისის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის მეშვეობით მიიღონ.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში რეკლამის განთავსებისთვის, იურიდიულმა პირებმა, მისამართზე [email protected] უნდა გამოგზავნონ ელექტრონული მიმართვა შემდეგი ინფორმაციით:

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;

დისტანციური სერვისის შესახებ ინფორმაცია;

კომპანიის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ვიდეორგოლი ატვირთული უნდა იყოს ვიტრანსფერზე და ბმული გამოგზავნილი ამავე ელექტრონულ მისამართზე;

ინფო@ჯიპიბი.ჯი სარეკლამო რგოლი უნდა ასახავდეს არა უშუალოდ ამა თუ იმ ბრენდის, არამედ კომპანიის ადგილზე მიტანის სერვისის პოპულარიზაციას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან