რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამ უფლებით დავით იაშვილის ადვოკატმა ისარგებლა. გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ კი დასკვნითი სიტყვა თავად წარმოთქვეს. სამივე მათგანმა სასამართლოს განუმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ და წლების წინ საქმე არ გაყალბებულა. გურამ დონაძემ თქვა, რომ ის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან მათ შეხედულებებს არ იზიარებს. საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრეს ბრალდებულებმა მიქაძემ და იაშვილმაც. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ირაკლი ფირცხალავას და ზაზა ბაქრაძის ადვოკატებმა წარმოთქვეს. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ზაზა ბაქრაძე ერთადერთია, რომელიც ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ რობაქიძის საქმე გაყალბდა და ახალგაზრდებს ადგილზე იარაღი სამართალდამცველებმა დაუდეს. შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს განახლდება. ზურაბ მიქაძე დასკვნითი სიტყვის წაკითხვას დაასრულებს, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებს იტყვიან. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმის გამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას მოისმენენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯელობა ბუტა რობაქიძის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბუტა რობაქიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამი ჩვენება ბუტა რობაქიძის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster