ბუტა რობაქიძის საქმე


თბილისი საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება წარდგენილი ბრალდება. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ბრალდებულების მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები საქმეში არ არის წარდგენილი.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან