რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
12/10/2018
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამ უფლებით დავით იაშვილის ადვოკატმა ისარგებლა.
გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ კი დასკვნითი სიტყვა თავად წარმოთქვეს. სამივე მათგანმა სასამართლოს განუმარტა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ და წლების წინ საქმე არ გაყალბებულა.
გურამ დონაძემ თქვა, რომ ის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან მათ შეხედულებებს არ იზიარებს.
საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრეს ბრალდებულებმა მიქაძემ და იაშვილმაც. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ირაკლი ფირცხალავას და ზაზა ბაქრაძის ადვოკატებმა წარმოთქვეს.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ზაზა ბაქრაძე ერთადერთია, რომელიც ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ რობაქიძის საქმე გაყალბდა და ახალგაზრდებს ადგილზე იარაღი სამართალდამცველებმა დაუდეს.
შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს განახლდება.
ზურაბ მიქაძე დასკვნითი სიტყვის წაკითხვას დაასრულებს, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებს იტყვიან. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.