ჩინური ტორტი. უნაზესი და უგემრიელესი ხილის ტორტი ცხობის გარეშე.

01.09.2021 05:02

ჩინური ტორტი ▶️ ვიდეორეცეპტი-    • ჩინური ტორტი. უნაზესი და უგემრიელესი ...   ინგრედიენტები ორცხობილა -400 გრ. ხილი ნებისმიერი კვერცხი -1ც. 200 გრ.შაქარი 500 მლ.რძე ვანილი 4 ს.კ. ფქვილი მომზადება ჯერ მოვამზადოთ კრემი: 1 კვერცხი და 200 გრ.შაქარი ავთქვიფოთ ვანილთან ერთად. დავამატოთ რძე და 4 ს.კ. ფქვილი. მოვხარშოთ ფაფა დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით. ფაფა გავაცივოთ, შემდეგ კი შევურიოთ 100 გრ. რბილი კარაქი. კრემი მზადაა. ჯამში ჯერ წავუსვათ კრემი, შემდეგ დავადოთ ორცხობილები, ისევ კრემი წავუსვათ , შემდეგ დაჭრილი ხილის ფენა, ისევ ორცხობილის ფენა, წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ხილის ფენა, ისევ ორცხობილა და კრემი. ზემოდან მოვრთოთ ხილით. ჩინური ტორტი მზადაა. ჩავდოთ მაცივარში 2-3 სთ. შემდეგ კი ამოვიღოთ პორციებად და მივირთვათ. უგემრიელესია. დაწვრილებით ნახეთ ვიდეორეცეპტში. საუკეთესო გადაწყვეტილებაა ზაფხულისთვის. ცივი , გემრიელი და წვალების გარეშე ტორტიც მზადაა.

გაზიარება: