საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

04.12.2022 00:44

5 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდება. ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. 6 დეკემბერს კი სალომე ზურაბიშვილი წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, სადაც საქართველო-პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის პრეზენტაცია გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებსაც შეხვდება და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: