სკოლა, რომელსაც მხოლოდ ორი მოსწავლე ჰყავს


სკოლა, რომელსაც მხოლოდ ორი მოსწავლე ჰყავს, ძმების პედაგოგი კი მათი დედაა - ეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი თოკია. ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარე 14 ოჯახით დასახლებული ადგილი, მკაცრი კლიმატისა და საცხოვრებელი პირობების არქონის გამო, ნელ–ნელა იცლება.

დურმიშხანი და გიორგი კი თანატოლებთან ურთიერთობას მოკლებულები მომავალ გეგმებზე საუბრობენ და უკონკურენტო გარემოს მიუხედავად, სასწავლო პროგრამას წარმატებით ართმევენ თავს. ორი კლასი, ორი მერხი და ერთი დაფა - რა პირობებში უწევთ განათლების მიღება მცირეწლოვან ძმებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან