მშობელთა სკოლა - გაკვეთილი #12 - პედიატრიული ტუბერკულოზი

30.05.2016 17:44

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. ამ თემას მიეძღვნა იაშვილის კლინიკის "მშობელთა სკოლის" მე-12 გაკვეთილი, რომელიც რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა ცხაკაიამ ჩაატარა. გთავაზობთ გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერს, საიდანაც თქვენ მიიღებთ პასუხებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: • ტუბერკულოზით დაინფიცირების გზები; • ტუბერკულოზის ინფიცირებიდან დაავადების განვითარების რისკი; • ფილტვგარეშე ტუბერკულოზი; • ტუბერკულოზის პროფილაქტიკა და სხვა. შეგახსენებთ, რომ „მშობელთა სკოლის“ გაკვეთილები ყოველ ხუთშაბათს იაშვილის კლინიკაში ტარდება. მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსოთ ელექტრონული განაცხადი https://goo.gl/zM9as7

გაზიარება: