საპროტესტო აქცია სოფელ სვენეთთან


სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთთან საპროტესტო აქციას მართავს. სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი სოფლის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვაც სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილიც. გორის მუნიციპალიტეტის მერსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მაგისტრალთან რჩებიან. მათ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგანაც ქალაქის მერისგან მიიღეს დაპირება, რომ აქციის მონაწილეებს 16:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდება.

გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 25 მაისს დაისეტყვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან