გულგულელები ყურძენზე დაწესებულ ფასს აპროტესტებენ

27.09.2013 01:35

საპროტესტო აქცია - სოფელ გულგულაში. მევენახეები ყურძენზე დაწესებულ ფასს და ტერიტორიების მიკროზონებად დაყოფას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ზონებად დაყოფილი ადგილებიდან მოკრეფილ ყურძენში მათ 1 ლარზე მეტს არ უხდიან, მაშინ, როდესაც სხვა ზონაში დაკრეფილი მოსავალი 1 ლარით და 20 თეთრით განისაზღვრება. ადგილობრივებს ყურძნის ჩაბარების პრობლემაც აწუხებთ. ისინი აცხადებენ, რომ ღვინის ქარხნები გულგულაში მოკრეფილი ყურძნის მიღებაზე უარს ამბობენ. აქციაზე რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი - ლევან დავითაშვილი მივიდა. მისი თქმით, მევენახეებს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩებათ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/194ibva

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო