შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა
9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა: ,,დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულება რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია. და ყველა ჩვენგანი, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია ახსოვდეს თქვენი თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი. 9 აპრილს, ქართული პოლიცია - (როგორც მაშინ ეწოდებოდა „მილიცია“) თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ, გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია. ‘’ განაცხადა კახა საბანაძემ. ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ახალი პროექტის მმა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას ი...
Aleksandre Tchikaidze
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე...
TV IMEDI
შსს-ს არქივის, ჩეხეთის და სლოვენიის საელჩოების ერთობლივი გამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გომის პოლიციის ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster