ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან
საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობით, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება და საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლო. ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში შეხვდა. როგორც კახა საბანაძემ განაცხადა: „გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება". შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში მოხდეს. როგორც კახა საბანაძემ განაცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. "როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. Facebook : / miaofgeo Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, სავარაუდოდ, წილკანში დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს კიდევ ერთხელ დაკითხავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს ს ინფორმაცით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზი...
POS TV
#ახალიკვირა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ასაბაშვილი • დედას ლევანა - ჩაკრულო
Georgian Music
ლევან ასაბაშვილი • დედას ლევანა - იაგუნდის მარანში
Georgian Music
ლევან ასაბაშვილი • დედას ლევანა - ახალი სუფრული
Georgian Music