ლევან ასაბაშვილი • დედას ლევანა - ჩაკრულო

12/03/2021
Georgian Music-ის მიერ

დედას ლევანას ნამდვილი სახელი და გვარი - ლევან ივანეს ძე ასაბაშვილია. დაიბადა 1859 წლის 15 დეკემბერს სოფელ შილდაში (ახლანდელი ყვარლის მუნიციპალიტეტი). იგი იყო ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ჰქონდა ფართო დიაპაზონის ძლიერი, მოქნილი, მომხიბლავი ხმა. დიდი ოსტატობით ასრულებდა კახურ სიმღერებს: „ჩაკრულოს“, „გრძელ მრავალჟამიერს“, „ხეუროს“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნის“, „ჩონგუროს“, მაყრულებს და სხვა.
1908 წელს კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა იმოგზაურა კახეთში, კერძოდ სოფელ შილდაში, სადაც მოისმინა და ჩაიწერა დედას ლევანასა და მისი მეგობრების მიერ შესრულებული 15 სიმღერა.
დედას ლევანასთან მეგობრობდნენ პოეტები: ტიციან ტაბიძე, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი. ამ უკანასკნელის ინიციატივითა და მეცადინეობით 1927 წელს მოეწყო დედას ლევანას საჯარო გამოსვლა შილდელ მომღერლებთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე.
ლევან ასაბაშვილი 1927 წლის მერე სცენაზე აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, კახეთში ქორწილი, ნათლობა ან საეკლესიო დღესასწაული ისე არ ჩაივლიდა, მას მეგობრებთან ერთად არ ემღერა. დედას ლევანას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა მჭექარე ხმა. გადმოცემის მიხედვით მომღერალმა სიმღერის დროს დალია სული. “შენი გულისა” - ეს ყოფილა მისი ბოლო სიტყვები.




================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,მელოდია,ხალხური,საქეიფო,georgian music,georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ქართული მელოდია,ხალხური სიმღერა,ხალხური მუსიკა,ხალხური მელოდია,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,საქეიფო მუსიკა,simgera,simgerebi,melodia,xalxuri,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,qartuli melodia,xalxuri simgera,saqeifo simgera,saqeifo simgerebi,ლევან ასაბაშვილი,levan asabashvili,დედას ლევანა,dedas levana,
================================================================
#სიმღერა #მუსიკა #ქართული