ახალი ქვესადგურის გახსნა

17.09.2013 02:54

კომპანია „თელასმა" #2057 სატრანსფორმატორო ქვესადგურზე სრული რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოები დაასრულა. სატრანსფორმატორო ქვესადგური ელექტროენერგიით პირველი კატეგორიის მომხმარებლებს - თბილისის 8 მსხვილ სამედიცინო დაწესებულებას უზრუნველყოფს. განახლებული ქვესადგური, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა გახსნენს.

გაზიარება: