ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, ქვეყნის მტერია-კალაძე ჰესების მშენებლობაზე
(ახალი ამბები 23.04.2019) "ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია."-ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. კალაძის თქმით, ჰესების აშენება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან. "კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია",- განაცხადა კალაძემ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება პანკისში - პრეზიდენტისა და თბილისის მერის გამოხმაურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანდიდატის სტატუსის მოლოდინი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფაქტობრივად, ეს არის ხალხი, ვინც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#ფერმა ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდ...
პირველი არხი - ფერმა
ილია წინამძღვრიშვილის დაარსებული სასწავლებლის დღევანდელობა -...
პირველი არხი - ფერმა
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 128-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხო ქვეყნის ქართველი მეფეები (ნაწილი #1)
ფაქტები საქართველოდან
ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდში აქცია-მსვლელობი...
Radio Atinati