პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - Carpe Diem!

05/10/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

Carpe Diem!


შენ თუ მეფე ხარ, ვარ მოციქული
და ღიმილიც კი მაქვს ცირკულ არსში.
ცის სისტემაში ვარ მოქცეული
და ვიძებნები მზის ცირკულარში.

გიპყრობს იჭვნეულს ცა მოჭიქული,
უგრძნობთ ჭაობში ჭკნობა სულების.
მე დემონები მყავს მოქსეული
და სიპირქუშე დაუსრულები.

სრულდება ჩემი ფერმკრთალი კადრი,
ვეტრფი მტაცებლურ მიმიკურ თვალებს,
მიწა ჩემს გულში იპოვნის ადგილს,
მაგრამ იმ ტკივილს ვინ მიმკურნალებს...

რასაც დამსხვრეულ შვებაში ვრიყავ;
ყრუ ტკივილები იწვევენ ანშლაგს.
რა ვქნა, მე მხოლოდ სიკვდილი მიყვარს
ვით უკანასკნელ ყვავილის გაშლა.

ფიქრი აზვირთებს ამღვრეულ ტვინებს
თვინიერი ვარ, ოცნებებს ვსდიე.
გაუსაძლისსაც კი ამარტივებს
ო, Carpe Diem! ჰო, Carpe Diem!

ჰო, ვისაუბროთ თუნდ არაფერზე,
ფრთა გავშალე და ცას მივათოვე.
სადაც არა სწამთ მსურს გამაფრენდეს
ჩემი სიგიჟე და სიმარტოვე.

მზე უშობელი სადღაც ბარბალებს,
მთვარე მიწაზე მიქელანჯელობს.
მოვჭიმავ ნერვებს როგორც არბალეტს
და ჩამოვაგდებ მტანჯველ ანგელოზს.

კვლავ დაეძებენ ქარში თვალები
ბრმა სამყაროში გაბნეულ ბგერებს.
პოეტი ფასობს იდუმალებით,
ჰო, გალაკტიონ, სიკვდილის მერეც.

ცას გადაივლის ნუგეშის ეტლი,
ძამია ნიჭი, ნიჭი მძლავრია.
ყოველი კუთხე, ყოველი მეტრი,
კვლავ უბინაოთ თანამგზავრია.

უძინარ ლექსებს მუხტავს იონი,
დამწურა ფიქრმა ცურივით ფურის.
მე ჰომ არა ვარ გალაკტიონი
რომ ჩემს ლექსებში ავიღო ფული.

ძველი დღეები ხრიან მშვილდისარს,
დამჩემდა პოეტს ნაზი ნუგეში.
მე წავალ ქარის ნელ დაბინდვისას
ყოფის აბეზარ სიმსუბუქეში.

როცა მოვკვდები მსურს დამაყარონ,
გულზე დემონის ციური ხრეში.
მეფის დიდება რომ გავამყარო
ჩემი სიმტკიცით და სიუხეშით.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან