დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები რუსთავის საკრებულოში


დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში.

თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარეს, რომელიც გიორგი გახარიას პარტიის წევრია, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში სდებენ ბრალს. ბრალდებების ავტორები საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი და თანამშრომლები არიან, რომლებიც საკუთარი პრეტენზიების დასადასტურებლად შრომის ინსპექციის დასკვნას იშველიებენ. სამთვიანი მოკვლევის შემდეგ უწყებამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ფაქტები დაადასტურა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მასთან დაპირისპირებულ ადამიანთა მიღმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთის კვალს ხედავს. რუსთავის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც შარშანდელი არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან