ევროპარლამენტართა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს.
სტრასბურგში ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა სწორედ ყოფილი პრეზიდენტის საკითხს დაეთმო. შეხვედრას ცალკეულ ევროპელ დეპუტატებთან ერთად ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ევროპარლამენტში ერთი მოთხოვნით მივიდნენ - ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გადასაყვანად ზეწოლის გააქტიურების თხოვნით. გაჟღერდა მწვავე გზავნილები „ქართული ოცნების“ მისამართით - მრგვალი მაგიდის მონაწილეები სამოქალაქო კლინიკაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ცალკეული დეპუტატები სწორედ ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებას აყენებენ ქვეყნის ევროინტეგრაციის პიწინაპირობად. წინა კვირის საპროტესტო მღელვარების და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევის კონტექტსში, ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა საქართველოზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზეც მიანიშნეს.
სტრასბურგიდან მოწოდებებს არანაკლებ მძიმე გზავნილები მოჰყვა თბილისიდან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.