ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში საუბნო კომისიის არჩევის ინსტრუქცია სუს-მა გასცა
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა საუბნო საარჩევნო კომისიებში, ე.წ. "პროფესიული"წევრების არჩევასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. ჩიქოვანის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიის წევრების არჩევა სწორედ იმ სიის მიხედვით მოხდა, რომელიც მან გასულ კვირებში წინასწარ გაასაჯაროვა. მისივე მტკიცებით, მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიის სხდომაზე ე.წ. "პროფესიული" წევრების არჩევის ინსტრუქცია "ქართულმა ოცნებამ" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასცა. ჩიქოვანის განცხადებით, ეს ინსტრუქცია საოლქო კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განახორციელა. "თითოეული კომისიის წევრი, რომელიც შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიაში, არის მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში არცერთი ადამიანი არ არის შერჩეული. ეს თვალნათლივ მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" დღეს იწყებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო", - განაცხადა ჩიქოვანმა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში გიგა ფარულავა მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის ბრალდებებს გაუგებარს და უსაფუძვლოს უწოდებს. მან ვიდეო კომენტარზე უარი განაცხდა, თუმცა, ჟურნალისტებისთვის ზეპირი განმარტებები გააკეთა. "უბნის კომისიის წევრები, რომელიც საოლქომ აირჩია, არიან ისეთები, ვისაც მე ხმა არ მივეცი. ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებაც 10-12 ხმა მიიღეს და დამთხვევა, ბუნებრივია, იქნებოდა", - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ფარულავამ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსისთვისაც გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას დღეს...
Radio Atinati
ირაკლი ჩიქოვანი: "ოცნება" საარჩევნო უბენებზე "მონოპოლიის" მო...
Radio Atinati
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობ...
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობ...
Georgian Dream SZS
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობ...
Georgian Dream SZS
მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში საარჩევნო უბენებზ...
odishitv
ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა
Georgian Dream SZS