ბოლნისში კოვიდ-19-ის შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა


ბოლნისში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე ჩაკეტილია მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა.

რეგიონში უკვე მესამე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფ ტესტებს უტარებენ. სულ ბოლნისში, ხუთ დღეში, ამ პრინციპით 150 ადამიანი უნდა შემოწმდეს.

61-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ბოლნისი გუშინ გაიხსნა. მუნიციპალიტეტში სულ კოვიდ-19-ის 162 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 75 და გარდაცვლილია სამი ადამიანი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან