საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

04.01.2023 01:33

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპისკოპოსის ილია მეორის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. 1977 წლის 23 დეკემბერს სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია. ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლებისა და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. უწმინდესისა და უნეტარესის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართება. საღამო 20:30 საათზე დაიწყება. საზეიმო კონცერტს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა
00:42

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

TV IMEDI

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა
01:42

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა
19:22

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 90 წელი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

კათოლიკოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა
05:39

კათოლიკოს პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

TV IMEDI

43 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
00:58

43 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან  45 და დაბადებიდან  90  წელი სრულდება
08:09

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 დ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ილია მეორემ მისალოცი წერილი მიიღო  იერუსალიმის პატრიარქისგან

ილია მეორემ მისალოცი წერილი მიიღო იერუსალიმის პატრიარქისგან

TV IMEDI

ანსამბლი „რუსთავი“  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  90 წლის იუბილეს ულოცავს
04:17

ანსამბლი „რუსთავი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ყველა ვიდეო