ზუგდიდში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა
პოლიტიკურმა მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდში ოფისი გახსნა. ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მათი პირველი ორგანიზაციაა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერმა მამუკა ხაძარაძემ მიმართა. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რათა ქვეყანამ სწრაფად დაიწყოს განვითარება. „რატომ ზუგდიდი? - ვთვლით, რომ ეს არის მომავალი კარიბჭე მსოფლიოში, ვგულისხმობ ანაკლიას და ანაკლიის ქალაქს, რომლის პროექტიც მზად არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე განახლდება მისი მშენებლობა. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა აფხაზეთთან მიმართებაში. ეს უნდა გახდეს ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის, წინსვლის და გამარჯვებების ადგილი. უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქებში გავხსნით ოფისებს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი იყო პირველი ოფისი ყოფილიყო ქალაქ ზუგდიდში “, - თქვა ხაძარაძემ. პარტიის ადგილობრივ ოფისს ალექსანდრე ახვლედიანი უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ ეტაპისთვის 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული. „ჩვენ მზად ვართ შევკრათ განათლებული და პერსპექტიული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რათა დავდოთ შედეგი მომავალი სასიკეთო ცვლილებების სასარგებლოდ. დღეიდან ვერთვებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც კი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება მას ჩვენ წინ წამოვწევთ და ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნით ამ ხელისუფლებას“, - აღნიშნა ახვლედიანმა. „ლელო საქართველოსთვის“ უახლოეს დღეებში სამეგრელოს ყველა ქალაქში გეგმავს ოფისების გახსნას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში "ლელოს" წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას პატივი...
Radio Atinati
#არჩევნები2020 „ლელოს“ განცხადება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბელქანია - "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი
Radio Atinati
შეხვედრა „ლელოს“ წევრებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოლიდარობის აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეს მეთოდები იყო 90-იან წლებში, არ გამოგივათ! „ოცნების" საქმე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ლელო საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster