ოპოზიციის შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან

09.02.2024 08:41

ათონელის სასახლეში შეხვედრები გრძელდება. საპარლამენტო ტრიბუნიდან შეთავაზებული ერთობის ქარტიის გარშემო პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს. დღეს სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ესტუმრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალი თანამშრომლობის კონტურები უკვე გამოკვეთილია. ოპოზიციის დიდ ნაწილს ზურაბიშვილის იდეა მოსწონს. რა ფორმას მიიღებს ევროპული მომავლის იდეით ინსპირირებული ერთობის ქარტია, გულისხმობს თუ არა სახელმწიფოს მეთაურის წინადადება პოლიტიკური გაერთიანების შექმნას და გადაიქცევა თუ არა ქარტია პარტიად - ამ კითხვებზე პასუხების მიღებას თეონა ხუბულავა შეეცადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრები პრეზიდენტის რეზიდენციაში
02:20

შეხვედრები პრეზიდენტის რეზიდენციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
01:39

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტში პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენენ
07:17

პარლამენტში პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში - შეფასებები
13:21

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის შეთავაზება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
04:45

პრეზიდენტის შეთავაზება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენება პარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
17:06

საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენება პარლამენტში - შეფას...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვინ უერთდება ზურაბიშვილის პლატფორმას
02:51

ვინ უერთდება ზურაბიშვილის პლატფორმას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო