ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

04.06.2022 01:52

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართავს და მათ რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის სრული იზოლაციისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის მერების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გთხოვთ, არ მისცეთ საშუალება მათ, ვინც გახდა მკვლელი, თქვენ საკუთარი ძმები და დები გიწოდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკული ქალაქების მერებს, ადგილობრივ კომპანიებსა და სპეციალისტებს, ომის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენის პროექტებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani