ამერიკელი პოლიტიკოსების გამოხმაურება

31.07.2021 01:05

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება და წერს, რომ ღრმად იმედგაცრუებულია.  შეერთებული შტატების სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“, – წერს ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილს ელჩს, უილიამ კორტნის კი მიაჩნია, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. “პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება - აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, - წერს დიპლომატი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რა კანონპროექტს ამზადებს ამერიკელი კონგრესმენი - გამოხმაურება
02:51

რა კანონპროექტს ამზადებს ამერიკელი კონგრესმენი - გამოხმაურებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„პოლიტიკო“ ამერიკელი კონგრესმენების პროექტის შესახებ - გამოხმაურება
04:17

„პოლიტიკო“ ამერიკელი კონგრესმენების პროექტის შესახებ - გამოხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარკუეინ მალინის წერილს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა
02:36

მარკუეინ მალინის წერილს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კელი დეგნანის პოზიცია - გამოხმაურება
04:58

კელი დეგნანის პოზიცია - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა უსურვეს საქართველოს ვაშინგტონიდან?
02:10

რა უსურვეს საქართველოს ვაშინგტონიდან?

ამერიკის ხმა

პრეზიდენტის პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები
06:44

პრეზიდენტის პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველო რუსებით გავსების საფრთხის წინაშე დგას“
05:13

„საქართველო რუსებით გავსების საფრთხის წინაშე დგას“

Formula News

დასავლეთი რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას ემხრობა
02:08

დასავლეთი რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას ემხრობა

ამერიკის ხმა

ყველა ვიდეო