რთველის სუბსიდირების გეგმა
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პარალელურად, მთავრობა რთველის სუბსიდირებასაც გეგმავს. წელს მევენახეები რქაწითელის ჩაბარებას არანაკლებ 90 თეთრად შეძლებენ. საიდანაც მთავრობის მონაწილეობა 35 თეთრი იქნება, სწორედ ამ ღირებულებას გადაუხდის სახელმწიფო ღვინის კომპანიებს. სუბსიდირების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, სექტორზე კორონავირუსის გავლენის შემცირება და ღვინის ექსპორტში არსებული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ინიციატივას დადებითად აფასებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც წელს მეტი ყურძნის შეძენას და წარმოების გაზრდას გეგმავენ. გადაწყვეტილებას მიესალმებიან მევენახეებიც, თუმცა მათი ნაწილი, სექტორში არსებულ სხვა გამოწვევებზე, მათ შორის საწვავის გაზრდილ ფასზე საუბრობს. სუბსიდირების პროგრამის გამოცხადებით, რთველისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. წელს ქვეყანა უპრეცედენტო რაოდენობის, 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სუბსიდირების პროგრამები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს
TV IMEDI
ყურძნის ფასი და რთველი-2022
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთველი 2020 - ყურძნის სუბსიდირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ფოფორაძე რთველის სუბსიდირების შესახებ @TV Pirveli
Girchi • გირჩი
რატომ ვხარჯავთ 100 მლნ ლარს ყურძენში, რომელსაც შემდეგ გავანა...
Girchi • გირჩი
რთველი 2021 - ვენახების კადასტრი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყურძნის სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა
Irakli Gharibashvili