„პროკურატურას სასამართლოს დროულად დასრულება არ სურს"


კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის რიგით 25-ე სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი მოწმის, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ ჩიტიაშვილის, გამოუცხადებლობა გახდა, რომელიც დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით, უნდა დაკითხულიყო. ეს ფაქტი ბრალდებულმა ჟურნალისტებთან გააპროტესტა.
გიორგი სიბაშვილის განცხადებით, პროკურატურას სასამართლოს დროულად დასრულება არ სურს. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ უნდა, განაჩენი არჩევნებამდე დადგეს. შეგახსენებთ, რომ სიბაშვილს საგამოძიებო ორგანო 5 ეპიზოდში ედავება. მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 14 მაისს გაიმართება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/S796fc

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან