EMC-ს განცხადება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 25 მაისს ნორიოს ტყეში, სამხედრო მომსახურეებს შორის მომხდარი ინციდენტის დარღვევებით გამოძიებაზე საუბრობს და პროკურატურას რეაგირებას სთხოვს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი საამხედროებს შორის 25 მაისს მოხდა, თუმცა შსს-მ გამოძიება 3 დღის დაგვიანებით, 28 მაისს დაიწყო. ორგანიზაციას პრეტენზიები აქვს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთანაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო პოლიციამ მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს დროულად არ მიაწოდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს და წარმომავლობას. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო პოლიციამ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს დროულად მიაწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. სამხედროებს შორის ინციდენტი მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ, სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო. ის 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 5 სამხედრო მოსამსახურეა ბრალდებული და მათ მიმართ სასამართლო განხილვა უკვე მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 EMC-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოტე ერისთავი - "სპარის" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
EMC-ისა და საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურამ იმნაძე - ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქეთი ჩუთლაშვილი - მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ მამალაძის საქმე...
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
EMC-ის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
EMC-ს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურამ იმნაძე - მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი