გორგილაძის 114 ნომერში მცხოვრებლები ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ


გორგილაძის 114 ნომერში მცხოვრებლები აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ, მათი კორპუსის წინ არსებული ტერიტორიის გასხვისებას ეწინააღმდეგენიან. აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადასარჩენად მოსახლეობამ დღეს მცენარეები დარგო. მათი თქმით, პროექტი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართი შეიძინეს, აქ სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკისა და სკვერის მოწყობას ითვალისწინებდა.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რამდენიემე თვის წინ, მოსახლეობამ აღნიშნული ტერიტორია საკუთარი სახსრებით გაასუფთავა, რადგან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისინი 4000 ლარით დააჯარიმა.

„ბათუმი სარკოფაგში“ - ასე აფასებენ სიტუიაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრები. ლაშა ადამია ბათუმის მერს საკითხის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განახცხადეს, რომ აღნიშნული მისამარათის დანაგვიანებისთვის მოსახლეობას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და არავინ დაუჯარიმებიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზეა და აქ სკვერი არ განთავსდება. დავით ქარცივაძის განცახდებით, შესაძლოა მოსახლეობა სხვისი ტერიტორიის გამწვანების გამო დაჯარიმდეს.

სადაო მიწის ნაკვეთზე აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი გამოაცხადა, თუმცა ვერ გაყიდა. როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მიწის გასაყიდად ხელმეორედ გატანა, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას.

http://tv25.ge/?page=news\u0026news_id=203...

ვიდეოები „ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის"-ისგან