გია დიასამიძე გორგილაძის ქ. #114-ში მცხოვრებლებს შეხვდა

30.05.2014 01:07

ეზოს კეთილმოწყობა, გაზიფიკაცია და გარე განათება - ეს საკითხები გორგილაძის ქ. #114-ში მცხოვრებლებმა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატთან შეხვედრისას დააყენეს. გია დიასამიძე, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩევლებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძეც ესწრებოდა.

გაზიარება: