ბიძინა ივანიშვილს „კრედიტ სუისმა“ 210 მილიონი დოლარი გადაუხადა
შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლის ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბანკის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ საქმეზე გადაუხადა ივანიშვილს თანხა, ასევე არაფერია ნათქვამი სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და არ არის მითითებული თანხის გადახდის ვადები. სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფს სინგაპურის სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურებისთვის 800 მილიონი დოლარი მოითხოვა. ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური ორგანიზაცია დაადანაშაულა, რომ არ დაიცვა მისი ინვესტიციები და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ყოფილი ბანკირის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. „კრედიტ სუისი“ დათანხმდა ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდას, რადგან 2008 წლიდან ვერ უზრუნველყო მისი ქონების დაცვა. დასკვნითი სიტყვის დროს, ბანკის იურისტმა განაცხადა, რომ ვალდებულია აანაზღაუროს ეს დანაკარგი. მარტში ბერმუდის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვეიცარიულმა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კრედიტ სუისმა" გაძარცვა ბიძინა ივანიშვილის ანგარიში
ქართული ოცნება / Georgian Dream
ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის დავა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა პრობლემები ექმნებათ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს კრედიტ...
TV IMEDI
„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia